LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jonas Brothers-მა ახალი საზაფხულო სინგლი გამოუშვა (ვიდეო)

167
fcfcb70a-6349-46f4-a6d8-1a6802497f67-screenshot-128

მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს, Jonas Brothers-მა ექვსწლიანი დუმილი დაარღვია,  ბიჭებისგან სიახლეების მოლოდინში მყოფი მათი თაყვანისმცემლები ამ დღეებში, კიდევ ერთხელ აყვირდნენ.

Jonas Brothers დაბრუნდა (ფოტო/ვიდეო)

საქმე ისაა, რომ ძმები ჯონასების ოფიციალურ Youtube არხზე ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. Cool – ასე ჰქვია სინგლს, რომელიც ქსელში კლიპთან ერთად გავრცელდა.

 

View this post on Instagram

 

? drops Friday! Pre-save the song at JonasBrothers.com to hear it first ??

A post shared by Jonas Brothers (@jonasbrothers) on

ვიდეო, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა უყურა, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მომავალი ზაფხულის ჰიტი, რადგან 80-ანი წლების რეტრო სტილის ფერად ვიდეოში მოქმედება მაიამის სანაპიროზე ვითარდება.

შეგახსენებთ, რომ Jonas Brothers ,,ქამბექს” განსაკუთრებულად შეხვდა. ჯოს, კევინისა და ნიკის ტრიომ გამოსვლიდან პირველივე კვირას, სიმღერით Sucker, ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” ლიდერი პოზიცია დაიკავა.

Jonas Brothers-ის ახალი სინგლი ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” სათავეში მოხვდა (ფოტო/ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები