LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერები ვართ, რომ ბითლზს გვადარებენ“ – BTS

223
pageggg

ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა ჟურნალმა Time სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS წლის ჯგუფად დაასახელა. ამასთან დაკავშირებით კოლექტივმა გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა.  ბიჭებმა ლეგენდარული ჯგუფის, The Beatles-ის შესახებ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ბედნიერები არიან იმით, რომ საზოგადოება მათ ეპოქალურ კლექტივს ადარებენ.

„დიდი პატივია, როცა ბითლზს გვადარებენ, ამით ბედნიერები ვართ. ჩვენ შორის  განსხვავება ისაა, რომ ჩვენ შვიდნი ვართ, სიმღერასთან ერთად, ვცეკვავთ და გასართობ შოუებში ვიღებთ მონაწილოებას. უკვე ტრადიციად იქცა სიტყვები – The Beatles-ის შემდეგ პირველად… ჩვენ, უბრალოდ, ბიჭები ვართ კორეიდან, რომლებსაც მუსიკა და სცენაზე დგომა უყვართ“, –  აცხადებენ ჯგუფის წევრები.

აღსანიშნავია, რომ  2019 წელს BTS პირველი ბენდი გახდა The Beatles-ის შემდეგ, რომელმაც წელიწადზე ნაკლებ დროში სამი სხვადასხვა ალბომით მოახერხა Billboard 200-ის სათავეში მოქცევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები