LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერების ქუჩა“ – ბრიუსელი ტურისტებს სასიამოვნო სიახლით ხვდება

105

ბრიუსელმა კიდევ უფრო მეტი ტურისტის მისაზიდად იმიჯის განახლება დაიწყო. ქალაქში ახალი ქუჩა სახელწოდებით – „ეს ქუჩა არ არის“ გაჩნდა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და ახალი დასახელება კიდევ 27-მა რაიონმა, მოედანმა თუ პარკმა მიიღო. უჩვეულო სახელწოდებებით ხელისუფლებას ძველი უბნებისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა სურდა და საინტერესო სახელები თავად მოსახლეობამ მოიფიქრა. ბრიუსელელებმა საუკეთესო ვარიანტები 400-მდე შემოთავაზებიდან შეარჩიეს და გამარჯვებულებს შორის მოხვდნენ ასევე : „უკეთესი მსოფლიოს ქუჩა“, „ბედნიერების ქუჩა“ და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ სიახლემ ტურისტების მიზიდვა უკვე დაიწყო და ქსელში ამა თუ იმ ქუჩაზე გადაღებული კადრებიც მომრავლდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები