LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერებისგან წაქცეული პატარძალი“ – ლაიონელ რიჩის ქალიშვილის ქორწილის უახლესი კადრები

373
page

როგორც ცნობილია, 24 წლის მოდელი, სოფია რიჩი გათხოვდა. მან მუსიკალურ პროდიუსერზე, ელიოტ გრეინჯზე იქორწინა. გრანდიოზული საქორწინო ცერემონიალი ფრანგულ რივიერაზე, Hotel du Cap-Eden-Roc-ში გაიმართა. სტუმრებს შორის უამრავი ვარსკვლავი იყო მიწვეული. საკურთხევლისკენ პატარძალი მისმა ლეგენდარულმა მამამ, ლაიონელ რიჩიმ მიაცილა.

„ამაყი მამა“ – ლაიონელ რიჩი ქალიშვილის, სოფია რიჩის საკურთხევლისკენ მიაცილებს

ამ დღეს პატარძალს „შანელის“ თეთრი საქორწინო კაბა ეცვა, რომელიც წვრილი მარგალიტებით იყო მორთული. სოფიას „ლუქს“, უზარმაზარი ფატა ასრულებდა. ახლახან ინტერნეტსივრცეში ახალი ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა. ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც უკვე ძალიან პოპულარულია, სოფიას ყვავილების სროლის მომენტში ფეხი უცდება და კიბეებზე მსუბუქად ვარდება.

„ბედნიერებისგან წაქცეული პატარძალი“, „უსაყვარლესი კადრია“, – წერენ კომენტარებში.

მეფე კარლის კორონაციაზე ლაიონელ რიჩი და კეტი პერი იმღერებენ

„სიურპრიზი! აქ ძალიან ბევრი ნიჭიერია“ – 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვედრილი ნუცა ბუზალაძე ლაიონელ რიჩისთან ერთად გადაღებულ სელფს აქვეყნებს

 

View this post on Instagram

 

A post shared by WEDDED WONDERLAND (@weddedwonderland)

 

View this post on Instagram

 

A post shared by WEDDED WONDERLAND (@weddedwonderland)

 

View this post on Instagram

 

A post shared by WEDDED WONDERLAND (@weddedwonderland)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები