ალეკ ბოლდუინი ოჯახთან ერთად ფოტოგრაფებმა მადრიდის ქუჩაში სეირნობისას გადაიღეს. 57 წლის მსახიობი მეუღლესთან ჰილარიასთან და შვილებთან, 2 წლის კარმენთან და 6 თვის რაფაელთან ერთად სეირნობდა. რთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მსახიობმა მაინც მოახერხა ოჯახთან ერთად უიკენდის გატარება ესპანეთში და ფოტოებიდან ჩანს, რომ ის ოჯახური იდილიით თავს ბედნიერად გრძნობს. ცალკე აღნიშვნის ღირსია, ის სტილი, რომელიც მშობლებმა 2 წლის კარმენისთვის შეარჩიეს. გოგონას წითელი კოპლებიანი ფეხსაცმელი აცვია.
შეგახსნებთ, რომ ალეკ ბოლდუინი და ჰილარია უკვე სამი წელია რაც ერთად არიან.