LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერი ვარ, არ იცით, ახლა ჩემს გულში რა ხდება“ – ნუცა თოფურიამ ალბომი გამოუშვა

896
page

26 ოქტომბერს, „ბრავო რექორდსში“ ნუცა თოფურიას სადებიუტო ალბომის, „მოვალ“ პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალისტებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე მომღერალმა ახალი ალბომიდან ორი სიმღერა შეასრულა და ნამუშევრის შესახებ ისაუბრა. პროექტის მუსიკალური პროდიუსერი მარინა ბერიძეა.

ალბომში შესულია ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ქართული და უცხოური სიმღერების ქავერ ვერსიები: „გამოდი“; „ერთხელ“; „It’s a Good Day“; “წამოვალ“; „Comment Te Dire Adieu”; „გინდა დაიჯერე“; „ნაზი მისები“; „ია ია“; „ვარდებსა და გვირილებში“ და „ისევ ის ბაღი“.

„ალბომს ჰქვია „მოვალ“ და თუ რატომ მოვალ, ამას აუცილებლად გაიგებთ. ბედნიერი ვარ, არ იცით, ახლა ჩემს გულში რა ხდება, ჯერ რომ სოლო კონცერტი მაქვს და მერე რომ ალბომი გამოვუშვი, ხომ გააჩნია ამას ვინ აკეთებს?! ამ ალბომზე და კონცერტზე თავის საქმეში ნომერ პირველი ადამიანები მუშაობდნენ. მართლა ძალიან გამიმართლა“, – ნუცა თოფურია.

26 ნოემბერს, კი „კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში“ ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება. ნუცასთან ერთად სცენაზე სოფო ნიჟარაძე, ნოდარიკო ხუციშვილი, სანდრო კვაჭაძე, გიორგი ცხადაძე, ლუკა ჭოხონელიძე, სანდრო გეგეჭკორი, ლუკა თოფურია და ბენდი „ნიუტონი“ – შაკო ღელეყვა (ბასი); ლევან აბშილავა (დრამი); ზურა ასტამაძე (გიტარა); ამირან დიასამიძე (კლავიში) გამოვლენ.

ცნობისთვის, ნუცა თოფურია 7 წლის ასაკიდან მღერის, პოპულარული კი პროექტით „მხოლოდ ქართული“ გახდა.  ის ასევე საბავშვო პროექტ „ანა- ბანას“ გრან-პრის მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები