LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედობა ქრისტიანობასთან წინააღმდეგობაში მოდის – პეტრე კოლხი

3136
80368121-2736139466437394-7939141338920910848-n

მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში ბედობის აღნიშვნის ტრადიციაზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის წარმართულია და მისი აღნიშვნა ქრისტიანობასთან შეუთავსებლობაში მოდის.

ყოველი ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის… სხვა ბედობა არ არსებობს… ცრურწმენაა, რაც ქრისტიანობასთან წინააღმდეგობაში მოდის!..,- წერს პეტრე კოლხი.

https://www.facebook.com/petre.kolxi/posts/2748386911879316

მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, საქართველოში ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში მიჩანდათ, რომ როგორც შეხვედებოდნენ ამ დღეს, მთელი წელი ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რომლის თანახმად, ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ.

ბედობას თავის რიტუალიც ჰქონდა. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევდა. ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ და თუ ვინმე მეზობელი ან ნათესავი ისურვებდა “კაიფეხის” პატრონის სტუმრობას, ასეთ შემთხვევაში, შეეძლოთ სახლიდან გასვლა და მასთან სტუმრობა. სტუმრად წასული “მფერხავი” მასპინძელს უნდა სწვეოდა კოხტად და სუფთად გამოწყობილი, თან ტკბილეული უნდა მიერთმია ოჯახისთვის, ასევე მხიარულ განწყობაზე უნდა ყოფილიყო, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად უნდა დაელია და უკან დაუგვიანებლად გამობრუნებულიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან. ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფოდა, ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.

ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩა საქართველოში, თუმცა არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორადაც ამას ძველ საქართველოში აღიქვამდნენ.

საქართველოში ბედობას ორჯერ აღნიშნავენ – 2 იანვარს და 15 იანვარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g