9 ივნისიდან, უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline, კვირაში ორი სიხშირით, თბილისის გარდა პირდაპირ ფრენებს კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით განახორციელებს. ავიამიმოსვლა Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
რაც შეეხება თბილისს, აქ Bees Airline-მა ოპერირება 30 აპრილიდან დაიწყო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი 30 აპრილიდან 13 ივნისამდე, კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს, 13 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე ავიარეისების განხორციელება კვირაში 1 სიხშირით გაგრძელდება, ხოლო 5 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რეგულარული რეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.