28 წლის მოდელის, ბელა ჰადიდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. მოგეხსენებათ, ის წლებია „ლაიმის“ დაავადებით იტანჯება. ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ კლინიკიდან ძალიან ემოციური ფოტოების სერია გაავრცელა.
„ბოდიშს გიხდით, ამდენი ხანი რომ დაგტოვეთ“, – წერს ბელა.
ის კლინიკაში დედამ, იოლანდამ მოინახულა და ფოტოებთან ერთად, პოსტიც გამოაქვეყნა.
„გაუსაძლისია იმის ყურება, როგორ იტანჯება ჩემი ბელა. მისი ტკივილი ჩემსაზე ბევრად რთული ასატანია. მიუხედავად იმისა, რომ 15 წელია ვეძებ მთელ მსოფლიოში ექიმებს, იმედს ვკარგავ არ, რომ გამოჩნდება განკურნების გზა… ჩემი მშვენიერი ბელა ძალიან მამაცია. არც ერთი შვილი არ უნდა იტანჯებოდეს განუკურნებელი ქრონიკული დაავადებით. ვამაყობ შენი შეუპოვრობით“, – წერს იოლანდა ჰადიდი.
შეგახსენებთ, ბელას „ლაიმის“ დაავადება 2012 წელს დაუდგინეს. აღნიშნული გენეტიკური დაავადებით მისი დედა და ძმაც იტანჯებიან.
ცნობისთვის, ლაიმის დაავადება გამოწვეულია ინფიცირებული ტკიპების მიერ გადატანილი ბაქტერიებით. ის აზიანებს კანს, სახსრებს, ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ბელა ჰადიდიმ წითელ ხალიჩაზე „ივ სენ ლორანის“ შიშველი კაბით გაიბრწყინა











