LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ბელა ჰადიდიმ წითელ ხალიჩაზე „ივ სენ ლორანის“ შიშველი კაბით გაიბრწყინა

187
page

ბელა ჰადიდი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. მოდელი კანის 77-ე კინოფესტივალს სტუმრობს და წელს მისი ინსპირაცია აშკარად მეტი სიშიშვლეა.

რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავი კანის ქუჩებში გამჭვირვალე კაბაში გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე კი „შიშველი ჯაბა“ მოირგო. ეს გახლდათ „ივ სენ ლორანის“ გამჭვირვალე კაბა, რომელშიც მოდელს მკერდი სრულად უჩანდა.

ბელა აღნიშნული ლუქით ალი აბასის ფილმის, „მოსწავლის“ პრემიერას დაესწრო და მედიის განსაკუთრებული ყურადღებაც დაიმსახურა.

ფოტო/ვიდეო: ქუჩაში შიშვლად სიარულის ნატიფი ხელოვნება – ბელა ჰადიდი ყურადღების ეპიცენტრში

მარკ კალმანთან განშორების შემდეგ, ბელა ჰადიდი ცნობილ ჟოკიეს ხვდება – პაპარაცული ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები