ბელა ჰადიდი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. 22 წლის ვარსკვლავმა ,,ინსტაგრამზე” ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც რომში, იტალიური საიუველირო ბრენდის, Bvlgari-ის წვეულებაზე სტუმრობისას არის გადაღებული.
მიუხედავად იმისა, რომ საღამოს უამრავი ცნობილი სახე, მათ შორის ლიამ პეინი, უილ პელტცი და სხვები ესწრებოდნენ, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ თავისი ჩაცმულობითა და გამოკვეთილი მკერდით, სწორედ ამერიკელი მოდელი მოექცა.
ახალგაზრდა სელებრითმა, ღონისძიებისთვის არჩევანი ,,ვესაჩეს” ღრმადდეკოლტირებულ წითელ კაბა-კორსეტზე გააკეთა, რაც ხაზს მის ბიუსტს უსვამდა.
არაბუნებრივად დიდი ზომის მკერდის მიუხედავად, გოგონას ლუქს უამრავი მოწონება და გამოხმარება მოჰყვა, თუმცა ზოგიერთმა ინტერნეტმომხმარებელმა აღნიშნა, რომ ჯიჯის უმცროსი დის ახალი იმიჯი, პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა.





