LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Belavia მინსკი-თბილისის მიმართულებით მაისში რამდენიმე რეისს შეასრულებს

200
media-16-0

საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, კომპანია ბელავია 2020 წლის 3, 10 და 17 მაისს განახორციელებს ეპიზოდურ ჩარტერულ რეისებს მინსკითბილისის მიმართულებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან მინსკი-ერევნის ტრანზიტულ მიმართულებაზე საქართველოს მოქალაქეების მზარდმა ნაკადმა განაპირობა. როგორც ცნობილია, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სისტემატიურად სარგებლობენ აღნიშნული ტრანზიტული მარშრუტით, რის შემდეგაც სომხურ მხარესთან თანამშრომლობით ხდება მათი გამომგზავრება სომხეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე.

საწყის ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება მინსკიდან თბილისის მიმართულებით სამი რეისის შესრულების შესახებ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბელავიას ვებ-გვერდზე https://belavia.by/

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოში რეისებს ახორციელებს კომპანია Georgian Airways.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

27 აპრილი – ვარშავა-თბილისი

30 აპრილი – მადრიდი-თბილისი

2 მაისი – პრაღა-თბილისი

5 მაისი – ათენი-თბილისი

7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი

9 მაისი – ბერლინი-თბილისი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g