LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში ქვეითებს საავტომობილო გზებზე მოძრაობის უფლება მისცეს

52
belgnews

ბელგიური ქალაქის, ბრის ცენტრში ავტომობილებისა და ქვეითებისთვის საერთო სივრცე შექმნეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხითმოსიარულეებს სავალი გზის მთელი მონაკვეთის გამოყენება შეუძლიათ.

მძღოლებმა ქვეითებს საფრთხე არ უნდა შეუქმნან და არც ხელი არ უნდა შეუშალონ, საჭიროების შემთხვევაში უბრალოდ უნდა გაჩერდნენ. თავის მხრივ ქვეითებმაც ავტომობილებს ხელი განზრახ არ უნდა შეუშალონ.

გარდა ამისა, ქალაქის ცენტრში პარკინგი აიკრძალა, გარდა სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი რამდენიმე ადგილისა. მერიამ ასეთი გადაწყვეტილება ველოსიპედისტებისა და ქვეითებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად მიიღო.

ახალი ზომები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტომობილების რაოდენობას შეამცირებს, რაც თავის მხრივ ხმაურის დაბინძურებაზე იმოქმედებს.

ბევრი ევროპული ქალაქი ცდილობს, რომ თავისი სივრცე ქვეითებისთვის უფრო მეგობრული გახადოს, მაგალითად მსგავსი ინიციატივები უკვე არსებობს ვილნიუსსა და მილანში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები