LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში საბურავების დაშვებას დანაშაულის კლასიფიკაცია მისცეს

120
thumb_1920x1080_flat-tyress-11zo

1-ლი ოქტომბრიდან ანტვერპენის პოლიცია ჯარიმას დაუწერს ყველას, ვინც სხვის ავტომობილზე საბურავებს დაუშვებს. სიახლის შესახებ The Mayor წერს.

ჯარიმების შემოღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ეკოაქტივისტებმა ყველგანმავლების საბურავების დაშვება დაიწყეს. მიზეზი კი ისაა, რომ დიდი ზომის ავტომობილებს ყველაზე მეტი გამონაბოლქვი აქვთ და გარემოს ყველაზე მეტად აბინძურებენ.

ბელგიური ქალაქის ჩინოვნიკები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საბურავების დაშვება – ეს არის კერძო საკუთრების დაზიანება და ვანდალიზმის ერთ-ერთი სახე.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ანალოგიური სასჯელი შემოიღეს ბელგიის სხვა ქალაქში, გენტშიც. საბურავების დაშვება 500 ევროთი ისჯება, თუმცა ამ დრომდე ერთი ადამიანიც არ დაუჯარიმებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები