LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში სკანდალი მწიფდება: სამწვრთნელო შტაბს იმდენი დაულევია, რომ ფეხზე ვერ იდგნენ

21

ბელგიაში შესაძლოა ნაკრების გარშემო დიდი სკანდალი აგორდეს იმ პუბლიკაციის შემდეგ, რომელიც გამოცემა HLN-ში გამოქვეყნდა. წყარო ამტკიცებს, რომ სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ბორდოში ირლანდიასთან მოგებული მატჩის (ჯგუფურ ეტაპზე 3:0) შემდეგ ბარბექიუ მოაწყვეს. სიტუაციის სიმძიმე იმაშია, რომ ამ საღამოზე ნაკრების თანამშრომლები ძალიან მთვრალები იყვნენ, ზოგიერთი მათგანი კი სასტუმროში ხელით მისატანი გახდა.

შეგახსენებთ, ფავორიტი ბელგია მეოთხედფინალში უელსთან 1:3 წაგების შემდეგ გავარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები