ბენ აფლეკი საკმაოდ სტრესული პერიოდის შემდეგ, ლოს-ანჯელესში მდებარე ოფისიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. მას ხელში დიდი ჩანთა ეჭირა და საკმაოდ უხასიათოდ გამოიყურებოდა.
ცნობისთვის, აფლეკის ყოფილმა მეუღლემ, ჯენიფერ გარნერმა, ლოს-ანჯელესში გამანადგურებელი ხანძრის შედეგად მეგობარი დაკარგა. სასწაულებრივად გადაურჩა ხანძარს თავად გარნერის სახლიც, რომელშიც მათი შვილები ცხოვრობენ.
რაც შეეხება „ბენიფერის“ შესახებ ახალ დეტალებს. ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი ოფიციალურად განქორწინდა.
„მან სახლიდან გაღწევა ვერ მოასწრო“ – ჯენიფერ გარნერმა ხანძრის დროს მეგობარი დაკარგა
ახლად განქორწინებულ, უხასიათოდ მყოფ ბენ აფლეკს ავტომობილში ჩაეძინა