„მადლიერების დღე“, ბენ აფლეკმა კვლავ ყოფილ მეუღლესთან და შვილებთან ერთად გაატარა. მეტიც, ის ამ დღეს ჯენიფერ გარნერთან მარტო არ გამოცხადებულა. პაპარაცებმა ბენის ავტომობილში მედიისთვის უცნობი, „იდუმალი ქალბატონი“ გადაიღეს.
წყარო იუწყება, რომ მსახიობმა ახალი რჩეული შვილებს და ყოფილ მეუღლეს გააცნო.
შეგახსენებთ, გასულ თვეს 53 წლის აფლეკი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში მედიისთვის უცნობ ქალბატონთან ერთად გადაიღეს. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუ ვინ არის აღნიშნული ქალი, თუმცა ფაქტია, ბენი ასეთ ვითარებაში საკმაოდ დიდი ხანია არ გამოჩენილა.
ფოტო: „ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ – ბენ აფლეკი უცნობ ქალთან ერთად გადაიღეს
ფოტო/ვიდეო: ბენ აფლეკი კვლავ ექს-მეუღლესთან ჟღურტულში გამოიჭირეს



