ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა იმართება.
ადგილზე იმყოფებიან უმრავლესობის წევრები.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატის იქნება დღევანდელი შეხვედრა, თუმცა, როგორც “ქართული ოცნების” წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღეს იგეგმება გაფართოებული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ბენეფიციარები ასევე სოციალური მუშაკები და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
დღესვე ადგილზე ელოდებიან საპატრიარქოს კომისიასაც. გამოძიება დაწყებულია, უკვე გამოიკითხა 6 მოზარდი.
არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის ინფორმაციით, სხალთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ძალადობა ხორციელდება. ბოლო რამდენიმე წელში კი პანსიონში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 4 საქმეა აღძრული 3 ძალადობის, ერთი კი სექსუალური ძალადობის მუხლით.
უფლებადამცველები და სამოქალაქო სექტორი ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგისთვის ომბუდსმენის შეშვებას და იქიდან ბავშვების გამოყვანას მოითხოვენ.