LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივესალმებით ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელობის მზადყოფნას, ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შეასრულონ: სახალხო დამცველი

66
ნინო ლომჯარია

“სახალხო დამცველი მიესალმება ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელობის მზადყოფნას, უზრუნველყონ დაწესებულებაში სახალხო დამცველის საქმიანობის დაუბრკოლებელი განხორციელება და აღნიშნულის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციის შესრულება.” – სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ვიზიტს აფასებს.

პანსიონში ბავშვების მხრიდან იყო გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები – ვიზიტებს გავაგრძელებთ: ნინო ლომჯარია

როგორც ნინო ლომჯარია აღნიშნავს, სახალხო დამცველის აპარატი ნინოწმინდის პანსიონში უახლოეს მომავალშიც არაერთ ვიზიტს გეგმავს, იქ არსებული მდგომარეობის სრულფასოვანი შესწავლის, არასრულწლოვანთა საჭიროებების შეფასებისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, პანსიონის აღსაზრდელებს გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები ჰქონდათ, იმიტომ, რომ მათ სახალხო დამხველის აპარატის შესახებ ძირითადად, კარგი არაფერი სმენიათ.

“ვიზიტისას გამოიკვეთა არაერთი გამოწვევა, როგორც დაწესებულების და ბენეფიციართა დოკუმენტაციის წარმოების ასევე, არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებისა და უზრუნველყოფის კუთხით. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით და ფსიქოლოგის მონაწილეობით, შეხვდნენ პანსიონში მცხოვრებ არასრულწლოვნებს. შეხვედრებისას ბავშვებთან დამატებითი მუშაობის და ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება გამოჩნდა.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახალხო დამცველის ცნობითვე, ვიზიტის ბოლოს, პანსიონის ხელმძღვანელთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილეს პირველადი შესწავლის შედეგად გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, რომელთა საფუძველზეც დაწესებულების ხელმძღვანელობას მიეცა არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის, არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლის და ამ კუთხით არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის, აღზრდის ფორმის ცვლილებისა და დაწესებულებაში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგების კუთხით.

“შეხვედრისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობისა და რეკომენდაციების გათვალისწინების სრული მზაობა გამოთქვა”.

აპარატში აღნიშნავენ, რომ სახალხო დამცველი გააგრძელებს აღნიშნული პროცესის მჭიდრო მონიტორინგს და შეფასებას.

შეგახსნებთ ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს გუშინ ესტუმრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები