LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენი გარნერს ანგელოზს უწოდებს, მან ექს-მეუღლეს თავისი, ახლად ნაქირავები სახლის გასაღები მისცა“ – რას ჰყვება ინსაიდერი, უახლესი დეტალები

5817
page

მანამ, სანამ ჯეი ლო მეუღლის გარეშე პარიზში იმყოფება, მედიაში ბენ აფლეკის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გამოცემა  In Touch Weekly.-ის ცნობით, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ბენ აფლეკი ენდობა და მას ერთგვარ „გადამრჩენელად“ თვლის, მისი ექს-მეუღლე და შვილების დედა, ჯენიფერ გარნერია.

„ჯენი მას არასდროს განიკითხავს, ბენი გარნერს მფარველ ანგელოზს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ის ერთადერთია, ვისაც მისი გადარჩენა შეუძლია. მათ შორის მართლაც გაუწყვეტელი კავშირია. ბენმა ექს-მეუღლეს თავისი, ახლად ნაქირავები სახლის გასაღებიც კი მისცა. რაც შეეხება გარნერს, მიუხედავად იმისა, რომ მან ქმართან ოჯახი ვერ შეინარჩუნა, ის ბენს თავისი ცხოვრების უმთავრეს სიყვარულად თვლის. გარნერი ამბობს, რომ ბენი ყველაფერში საუკეთესო და სამაგალითო ადამიანია, თუმცა, უბრალოდ ზოგჯერ რთულ ხასიათს ავლენს“, – ჰყვება ინსაიდერი გამოცემასთან.

„დიდი შერიგება?“ – ბენ აფლეკი ექს-მეუღლესთან და დედასთან ერთად ბედნიერია

„სანამ არ გაწყდება კავშირი ბენ აფლეკსა და ჯენიფერ გარნერს შორის, ჯეი ლოსთან ურთიერთობა ვერ დალაგდება“ – ყოფილი წყვილის ჰარმონია სანტა-მონიკას ქუჩებში

როცა მხოლოდ ექს-ცოლთან იცინი – ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ყვავილით ხელში პაპარაცების ობიექტივში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები