LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა მისი გადადგომა მოითხოვეს

195
ბენიამინ ნეტანიაჰუ

დემონსტრანტები იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან შეიკრიბნენ და „ჰამასის“ ტერორისტული ჯგუფის თავდასხმის გამო მას გადადგომისკენ მოუწოდებენ, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

მანამდე ღაზაში მძევლად აყვანილთა ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ღამეს თელ ავივში, სამხედრო შტაბბინასთან გაათევენ. მათ აღნიშნეს, რომ ეს არის პროტესტის ფორმა, რომლითაც ისინი მთავრობისა და სამხედროებისგან ტყვეების დასაბრუნებლად მეტ ძალისხმევას მოითხოვენ.

ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები