ბოლო ერთი თვეა მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის, ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის განშორების შესახებ. ყოველივე ამის ფონზე თავად „ბენიფერიც“ უცნაურად იქცევა და უამრავ ეჭვს ბადებს საზოგადოებაში.
ამჯერად მედიაში ჟურნალისტისა და პოპ-კულტურის ცნობილი წარმომადგენლის, მორინ კალაჰანის განცხადება გავრცელდა, რომელიც წყვილის ურთიერთობას საკმაოდ უხეშად და მწვავედ აფასებს.
„ბენიფერი დასრულდა, ყველაზე თავმომწონე წყვილმა ჩვენ თავიანთი აუტანელი სიყვარულის ისტორია შემოგვაჩეჩა, მათი ქორწინება თავიდანვე კრახისთვის იყო განწირული. ჩემი აზრით, მათ კავშირში ეჭვი ყველას ეპარებოდა, თავად წყვილის გარდა. საბოლოოდ ისინი ასე მშვიდად, ჩუმ-ჩუმად გაშორდებიან“, – აცხადებს კალაჰანი.
ინტერნეტსივრცეში აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, წყვილის კომენტარს ელიან.
„ბენიფერის“ დაბრუნება – ჯეი ლო მეუღლესთან და დედამთილთან ერთად უხასიათო გამომეტყველებით გამოჩნდა