LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენიფერის სასიყვარულო ბუდე ლას-ვეგასში საფრთხის ქვეშაა, ისევე როგორც მათი ქორწინება“ – ჯეი ლოს კრახი, უახლესი ფოტოები და ბოლო სიახლეები

594
page

„ბენიფერის სასიყვარულო ბუდე ლას-ვეგასში საფრთხის ქვეშაა, ისევე როგორც მათი ქორწინება“, – ამის შესახებ დასავლური მედია წერს. ირკვევა, რომ წყვილი ლას-ვეგასში, 90 მილიონ დოლარად შეფასებული სახლის შეძენას გეგმავდა. მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა.

საქმე ისაა, რომ ჯეი ლოს ახალი ალბომი, This Is Me…Now არც თუ ისე წარმატებული გამოდგა და ფაქტობრივად მისმა კომერციულმა წამატებამ კრახი განიცადა. ყოველივე ამან კი ჯეი ლო ფინანსურად ისე დააზარალა, რომ მისი და ბენის „სასიყვარულო ბუდის“ შეძენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

მეუღლესთან განშორების შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე 54 წლის არტისტი კვლავ მარტო გამოჩნდა. ის ჯერ ოფიციალურ შეხვედრაზე გადაიღეს, შემდეგ კი სპორტდარბაზისკენ მიმავალი. გუშინ ბენიც მოხვდა პაპარაცების ობიექტივში. ის ეულად სეირნობდა სანტა-მონიკას ქუჩებში.

პირველი შეკითხვა ბენ აფლეკთან განშორების შესახებ და ჯეი ლოს რეაქცია – უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

დილიდან ალკოჰოლი და მრისხანე მზერა პაპარაცებს – ბენ აფლეკი კვლავ ჯეი ლოს გარეშე გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები