წლის დასაწყისში, „პანდემიურ წყვილად“ აღიარებული ბენ აფლეკი და ანა დე არმასი ერთმანეთს დაშორდნენ. დაშორების ინიციატორი თავად არმასი გახდა. ინსაიდერების ცნობით, ანას აღარ სურდა ლოს-ანჯელესში ყოფნა, მაგრამ ბენი ვერ ტოვებდა მშობლიურ ქალაქს, სადაც მისი და ჯენიფერ გარნერის შვილები ცხოვრობენ.
ანა დე არმასი და ბენ აფლეკი ერთწლიანი თავბრუდამხვევი რომანის შემდეგ დაშორდნენ – მიზეზი ცნობილია
48 წლის ბენმა განშორება ძალიან რთულად გადაიტანა, მარტოდ დარჩენილი მსახიობი დეპრესიაში ჩავარდა და „ფასტ ფუდს“ მიეძალა. თუმცა ნელ ნელა ის ჩვეულ ფორმას უბრუნდება, ამის დამსახურება კი მისი სამსახიობო კარიერაა, ბენი ახალ ფილმში The Tender Bar იღებს მონაწილეობას.
ფოტო: შეყვარებულისგან მიტოვებული ბენ აფლეკი „ფასტ ფუდს“ მიეძალა
ახლახანს 32 წლის ანა დე არმასი ლოს-ანჯლესის ქუჩებში უცნობ მამაკაცთან ერთად გადაიღეს. წყვილი ძაღლებს ასეირნებდა, შემდეგ კი ბაღში ყავას მიირთმევდა. ისინი საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდნენ. ორივე სპორტულ ტანისამოსში იყო გამოწყობილი. ინტერნეტსივრცეში კომენტარები არ წყდება.
„ბენის გული სამუდამოდ დაიმსხვრა“, „მოღალატე ანა დე არმასი“, „ბენ აფლეკს ჯობია“, – წერენ კომენტარებში.