48 წლის ბენ აფლეკი და 32 წლის ანა დე არმასი ერთმანეთს დაშორდნენ. ინსაიდერების თქმით, დაშორების ინიციატორი თავად არმასი იყო.
მარტოდ დარჩენილი ბენი პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდა, როდესაც წვერმოშვებული და დაღონებული სახით სახლის კართან იდგა. როგორც ჩანს, ანა დე არმასთან განშორების შემდეგ ის დეპრესიაშია, მსახიობი „ფასტ ფუდს“ მიეძალა, მას ხელში „დანქინ დონათსის“ პაკეტი ეჭირა და სევდიანი მზერა ჰქონდა.
ცნობისთვის, დაშორების საბაბი ბენის პირადი ცხოვრება გახდა. ანას აღარ სურდა ლოს-ანჯელესში ყოფნა, მაგრამ ბენი ვერ ტოვებდა მშობლიურ ქალაქს, სადაც მისი და ჯენიფერ გარნერის შვილები ცხოვრობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.