LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა დავითულიანი: „სალომე ზურაბიშვილი როცა ცდილობს, შეუთამაშდეს ისეთ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანას დაღუპვას უქადიან, მისთვის ნამდვილად კოშმარი ვიქნებით“

259
ბექა დავითულიანი

„კითხვის ნიშნის ქვეშ არაფერი დგას, ქვეყნის საგარეო ვექტორი უცვლელია, საქართველოს დღეს გადარჩენა სჭირდება და დიახ, დღეს ყველასთვის კოშმარი ვიქნებით, ვინც ამ ქვეყნის გადარჩენაში, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ხელს გვიშლის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს.

ირაკლი ზარქუა: „მადამ პრეზიდენტო, ჩამოყალიბდით თქვენს მესიჯებში – რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? – უსამშობლოებთან და ჩახდილებთან უნდა მდგარიყავით და დგახართ იქ“

„პრეზიდენტი ხართ, რომელსაც 10 კაციც არ ჰყავს მხარდამჭერი. ბილბორდებიდან თქვენი ფოტოები ჩამოვხსენით, იმიტომ რომ ქართულმა საზოგადოებამ მიუღებლად მიიჩნია.“

„სალომე ზურაბიშვილი დღეს, როდესაც ცდილობს, შეუთამაშდეს ისეთ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანას დაღუპვას უქადიან, მისთვის კოშმარი ნამდვილად ვიქნებით. ამ კოშმარს ნამდვილად ავუხდენთ და ჩვენ გავხდებით ის ძალა, რომელიც ამ არჩევნებზე გავიმარჯვებთ, გადავარჩენთ ამ ქვეყანას, დავძლევთ იმ გამოწვევებს, რაც გააჩნია, გავიყვანთ სამშვიდობოზე და მივალთ ევროკავშირის კარამდე“. – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ ოცნებად ყოფნა შეწყვიტა და კოშმარად იქცა”. ზურაბიშვილის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g