„ჩვენი პოზიცია როგორც იყო დასაწყისში, ისეთია დღესაც და იქნება ხვალაც. ამაზე გავლენას ვერავინ მოახდენს, ვერც ქვეყნის შიგნიდან და ვერც – გარედან. თუ მეკითხებით, როგორია ჩვენი პოზიცია, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის“, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი არის ნეიტრალურ და აპოლიტიკურ კანდიდატებზე შეჯერების საკითხი, რაზეც მზად არის პარტია ამ საკითხზე სასაუბროდ.
„იყო ერთობასა და რაღაცებზე საუბარი – ერთი რამ გაიგოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პერსონალურად, ქალბატონმა წითლიძემ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ვერ იქნებოდა იმის წინააღმდეგი, რაც ბუნებაში არ არსებობდა და არც იარსებებს, ეს არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენი ერთობა. ასეთი რამ არც წარსულში, არც აწმყოში და არც მომავალში არ იარსებებს.
ამიტომ, ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავშლით იმას, რაც არ არსებობს. ვთქვით და ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. რაღაც დისკუსიებზე იყო საუბარი და ჩვენ ეს დისკუსიები გავლილი გვაქვს.
გიორგი გახარია: „ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით – რადიკალური, რევოლუციური სცენარი გაახარებს მტრებს“
„ვინც თვლით, რომ დღევანდელი რეალობა, რომელიც არ მოგვწონს, უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, მათთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის კარები ღია არის“.
იდისკუსიონ რამდენიც უნდათ იმასთან დაკავშირებით, აპირებენ თუ არა მონაწილეობის მიღებას. ჩვენთვის შემდეგი ეტაპი არის ნეიტრალურ და აპოლიტიკურ კანდიდატებზე შეჯერების საკითხი. როგორც კი მათი დისკუსიის დღის წესრიგში ეს საკითხი გაჩნდება, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზე ვისაუბროთ“. – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.