„პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვურჩევდი, რომ ნუ მობრძანდება და მეილით გამოგვიგზავნოს „იმიტომ“ – ის უკვე გამასხარავებულია და დარბაზში არ არის ადამიანი, ვინც ზურგს უკან ამ ადამიანს არ დასცინის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
აღნიშნულით დეპუტატი პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა, რომელიც მან „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს დაადო და თქვა, რო თუ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი „ბრიყვული პოზიციით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მის მოხსენებას არ მოუსმენს”:
„სამოტივაციო ნაწილს ჯერჯერობით გაცნობილი არ ვარ, იმიტომ, რომ როგორც წესი, მათი სამოტივაციო ფაბულა, რაც მთავარია დასმულ შეკითხვაზე პასუხი არის – „იმიტომ”. ამიტომ, მე არასერიოზულად განვიხილავ და საერთოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვურჩევდი, რომ ნუ მობრძანდება და მეილით გამოგვიგზავნოს „იმიტომ”.
იმიტომ, რომ ის უკვე გამასხარავებულია და დარბაზში არ არის ადამიანი, მათ შორის ოპოზიციაში, ვინც ზურგს უკან ამ ადამიანს არ დასცინის, რომელიც კომიკური არსებაა. ადამიანი საპარლამენტო მდივანი ხარ და საპარლამენტო უმრავლესობა, რომ შეკითხვას გისვამს „რატომ ბრძანებთ ამასო?”, პასუხია – „იმიტომ”.
„რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული… პრეზიდენტი ოპოზიციაშია გადასული“ – ირაკლი ქადაგიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე
„რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული, რადგან კანონი როცა მივიღეთ, გააზრებული გვქონდა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო“ – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ასეთი არასერიოზული კაცის არც ვეტო მაინტერესებს და არც მოსაზრება. არც მოხსენებას მოვუსმენ ალბათ თუ კიდევ ასეთი ბრიყვული პოზიციით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში”. – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
პრეზიდენტმა ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო