LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ოდიშარია: გარწმუნებთ, საქართველოს მთავრობა არ არის განწყობილი, რომ პრეზიდენტს გეგმებში ხელი ხელოვნურად შეუშალოს

179
fot (1)

საქართველოს მთავრობა არ არის განწყობილი, რომ ხელოვნურად შეუშალოს ხელი პრეზიდენტს გეგმებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ მთავრობამ სტრასბურგში ვიზიტზე თანხმობა ხელოვნურად გააჭიანურა.

„როცა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში შემოვიდა წერილი, მეორე დღესვე იყო თანხმობა. წერილობით იყო მიწერილი თანხმობა პრეზიდენტისთვის. აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობისთვის დრო საკმარისზე მეტი იყო. გარწმუნებთ, საქართველოს მთავრობა არ არის განწყობილი, რომ, მით უმეტეს, ხელოვნურად შეუშალოს ხელი პრეზიდენტს მის გეგმებში“,- აღნიშნავს ოდიშარია.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მთავრობისგან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ინფორმაცია რომ ხელოვნურად გააჭიანურეს თანხმობის მიცემის პროცესი, სინამდვილეს არ შეესაბამება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები