მივმართავ კონგრესმენებს, ჩვენ თქვენს საქმეს ვაკეთებთ და ჩვენ დაგვიჭირეთ მხარი, ჩვენ ვართ თქვენთან პარტნიორობაში უანგაროდ და ეს ხალხი ვინ არის? დარწმუნებული ხართ, რომ ზუსტად იმაში ხარჯავენ ფულს, როგორც ასათაურებენ? ისინი აბსოლუტურად სხვა საქმიანობას ეწევიან, რომელიც ვნებს ჩვენს ურთიერთობას, – ასე მიმართავს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია ამერიკელ კონგრესმენებს.
ბექა ოდიშარიას განცხადებით, საქართველო ყველა დონორის მადლიერია.
„ჩვენ ვერჩით მათ ქვეკონტრაქტორ „ენჯეოებს“, რომლებიც ვხედავთ, რომ ფულს სულ სხვა კეთილშობილურ განზრახვებში იღებენ და პროექტებს სხვა სათაურები აქვს, სინამდვილეში ამ ფულს იყენებენ რევოლუციური, დესტრუქციული და იმ მიმართულებით, სადაც შეიძლება საქართველო დაზიანდეს“, – განაცხადა ოდიშარიამ.