ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი ხახუბიას, რომელიც 27 ოქტომბერს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან.
როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი შორენა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს, შვილის გარდაცვალების შემდეგ ირაკლი ხახუბიას თვალზე ცრემლი არ შეშრობია და ყოველი დღე სიკეთის კეთებაში გაატარა:
„ბექას მერე ცრემლი არ შეშრობია, თითოეული დღე სიკეთის კეთებაში გალია, სხვების ტკივილი და გასაჭირი ზიდა, ასე დასრულა ირაკლი ხახუბიას 5 წლიანი ამქვეყნიური გოლგოთა!!!
მშვიდობით ჩემო უკეთილშობილესი მეგობარო!!!“ – წერს შორენა მირცხულავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„თვითმკვლელობამდე მიყვანა“ – ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გამოძება დაიწყო
ირაკლი ხახუბიას 2017 წელს ტრაგიკულად დაეღუპა 21 წლის შვილი – ბექა ხახუბია ავტოავარიას ემსხვერპლა.
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, რის შედეგადაც მძღოლი ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.
ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი – 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.
“ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო” – ირაკლი ხახუბიას მეგობარი