LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო” – ირაკლი ხახუბიას მეგობარი

5198
ბექა

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა, ირაკლი ხახუბიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მომხდარ საზარელ შემთხვევას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი შორენა მირცხულავა ეხმიანება.

„წავიდა ბექასთან!!!

ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო!!!

უმწეოთა და ობოლთა დამპურებელო, ირაკლი ხახუბია!!!“- წერს შორენა მირცხულავა.

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატს, ირაკლი ხახუბიას შვილს 21 წლის ბექა ხახუბიას პოლიციამ გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გადაუკეტა გზა, რა დროსაც 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს.  ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g