ინგლისის ფეხბურთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დევიდ ბექჰემმა ახალი ტატუები გაიკეთა, ესკიზები კი მისმა შვილებმა გააკეთეს.
ნახატების შექმნაზე ყველა შვილმა იმუშავა – 16 წლის ბრუკლინმა, 13 წლის რომეომ, 10 წლის კრუზმა და 4 წლის ჰარპერმა.
ფეხბურთელის ქალიშვილმა დახატა პატარა გოგონა გულით და კაბით, ბიჭებმა კი საერთო ძალებით დაწერეს ფრაზა We love you Daddy.

