ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
გარდაიცვალა ქობულეთის, სოფელ ხუცუბნის, თეთროსნის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერ- დიაკონ ნიკოლოზ ებრალიძე.
„სამძიმრის წერილი
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქობულეთის , სოფელ ხუცუბნის, თეთროსნის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრის, ბერ- დიაკონ ნიკოლოზ (ებრალიძე)-ის გარდაცვალების გამო.
“სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა” – აღნიშნულია წერილში.