LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერა ივანიშვილი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს

156

ბერა ივანიშვილმა ოფიციალურ “ფეისბუქ”-გვერდზე მამის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ჭორს უპასუხა. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ სოცქსელში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ინსულტი ჰქონდა.

ბერა წერს:

“დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან…

მუდამ თქვენი
ბერა
P.s გილოცავთ მამის დღეს”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g