ბერა ივანიშვილის და მისი რჩეულის ნანუკა გუდავაძეს “თაფლობის თვე” გრძელდება. წყვილი რომანტიკული ფოტოების გამოქვეყნებას განაგრძობს.
ნიშნობის შემდეგ, ბერა და ნანუკა რამდენიმე დღით პარიზში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ზღვისპირეთში გადაინაცვლეს. სავარაუდოდ ისინი შეკვეთილში არიან.
ახალ ფოტოებში წყვილი ზღვის პირას, ჰამაკში ნებივრობს.
წყვილის ნიშნობის შესახებ 18 სექტემბერს გახდა ცნობილი. ბერა ივანიშვილმა საზოგადოებას ახალი ამბავი ინსტაგრამის პირად გვერდზე განთავსებული ფოტოთი შეატყობინა.