LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერაია: არესტოვიჩი არის აბსოლუტურად არაადეკვატური პიროვნება

60
არესტოვიჩი ბერაია

ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ჩვენ კონკრეტულად მოგვმართავენ და გვიბიძგებენ იმისთვის, რომ საქართველო ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში. – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა,  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ  ალექსეი არესტოვიჩის განცხადების შეფასებისას.

„გვიბიძგებენ, რომ საქართველო ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში და გაიხსნას მეორე ფრონტი.

ჩვენ ვხედავთ ძალიან არამეგობრულ ნაბიჯებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მეგობარი ქვეყნის და მისი მოქალაქეების მისამართით და ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციის შემდეგ უკრაინა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს სანქციები დაუწესა.

არესტოვიჩი არის აბსოლუტურად არაადეკვატური პიროვნება და, შესაბამისად, მისი რიტორიკა ყოველგვარი ლოგიკური აზროვნების ჩარჩოს მიღმა დგას. შემიძლია, უფრო მძიმე სიტყვებითაც ვთქვა, უბრალოდ, საჯაროდ…“ – ამბობს ირაკლი ბერაია.

“დიპლომატურ-კულტურული, თუ ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის”… ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა – როგორ აფასებენ არესტოვიჩის განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ერთ-ერთ „იუთუბ“ არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ „უახლოეს მომავალში, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს “შველაზეც”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g