LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა

145
Untitled design - 2024-04-05T143154.144

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა.

ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერმა დაზვერვის სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

ირაკლი ბერაიამ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შალვა ლომიძე შეცვალა, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები