მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Sky Express ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე იფრენს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით – ყოველ სამშაბათს შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
Sky Express-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა. დღეისათვის ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ასრულებს.
