LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბერლინალე 2017″ – კინოფესტივალის მოულოდნელი შედეგები

130

წლევანდელი „ბერლინალე“ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ჟიურის წევრებმა კი, რომლებსაც პოლ ვერხოვენი მეთაურობდა, ბევრის აზრით, არც ისე საუკეთესო შედეგები გამოავლინეს.

ფესტივალის მთავარი პრიზი უნგრულმა ფილმმა „სხეულსა და სულზე“ დაიმსახურა.  61 წლის რეჟისორისთვის, ილდიკო ენიედისთვის ბოლო 18 წლის მანძილზე ეს პირველი ნამუშევარი გახდა.

ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის ფინელმა აკი კაურისმიაკმა დაიმსახურა. ბევრი მიიჩნევდა, რომ მისი ტრაგიკომედია „იმედის სხვა მხარე“ ფესტივალის უმაღლეს ჯილდოს იმსახურებდა. დაჯილდოებაზე ის არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა და ჯილდოს აღებაზე უარი განაცხადა, მოგვიანებით ორგანიზატორებმა ის დარბაზში მიუტანეს, რომლის შემდეგაც გარკვეული პერიოდის მანძილზე ის მის ჯიბეში ჩადებას ცდილობდა.

საუკეთესო სცენარისთვის დრამა „ფანტასტიკური ქალი“ დაჯილდოვდა, რომლის ავტორიც ჩილელი სებასტიან ლელიო იყო. მთავარი გმირი – ტრანსსექსუალია, რომელიც მეგობარ მამაკაცს დაკარგავს და გარშემომყოფებისგან მუდმივი აგრესიის მსხვერპლი ხდება.

„საუკეთესო მსახიობი ქალისთვის“ კიმ მინ ჰი დააჯილდოვეს, რომელმაც სამხრეთკორეულ ფილმში „მარტო ღამით სანაპიროზე“ მარტოხელა ქალის მელანქოლიური ისტორია განასახიერა.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის“ „ვერცხლის დათვი“ეორგ ფრიდრიხს გადასცეს ფსიქოლოგიურ ფილმში „მკვეთრი ღამეები“ შესრულებული როლისთვის, რომელიც მამა-შვილურ ურთიოერთობას შეეხება.

https://www.youtube.com/watch?v=5FjooEXbE2c

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g