LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინი შეშფოთებულია ვლადიმერ პუტინის ბელარუსში ვიზიტის გამო

173
BeFunky-collage (2)

ბერლინი შეშფოთებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბელარუსში ვიზიტის გამო. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერი აცხადებს.

შტეფენ ჰებეშტრაიტის თქმით, გერმანია შეშფოთებულია, მოახდენს თუ არა გავლენას პუტინსა და ლუკაშენკოს შორის მოლაპარაკებები ოფიციალური მინსკის როლზე უკრაინაში მიმდინარე ომში.

“რა თქმა უნდა, არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ვიზიტს” , – განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა.

მისივე თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ბელარუსმა გაზარდოს რუსეთის არმიისთვის დახმარება.

გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერის თქმითვე, კანცლერმა ოლაფ შოლცმა პუტინის ბელარუსში დღევანდელი ვიზიტის შესახებ იცოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები