LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბერლინის ცენტრში გიგანტური აკვარიუმი გასკდა

440
აკვარიუმი გასკდა

ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმრო „რადისონ ბლუში“ გიგანტური აკვარიუმი გასკდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ცალკე მდგომი ცილინდრული ფორმის აკვარიუმი იყო.

მედიის ცნობით, 14-მეტრიან აკვარიუმში 1 500 ტროპიკული თევზი ცხოვრობდა და ცილინდრულ აკვარიუმში შესაძლებელი იყო ლიფტით გადაადგილებაც.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, შუშის ნამსხვრევებით ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, დაიტბორა სასტუმროს ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები.

სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურები. გადაკეტილია სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ აკვარიუმს რესტავრაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g