LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბერლინის კედელი დაინგრა და მავთულხლართები არ არის ამდენად დიდი პრობლემა”-ციხელაშვილი

130

“ბერლინის კედელი გვინახავს დანგრეული და მავთულხლართები ამ ფონზე არ არის ამდენად დიდი პრობლემა,” – ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

“ბერლინის კედელი გვინახავს დანგრეული და მავთულხლართები ამ ფონზე არ არის ამდენად დიდი პრობლემა. ჩვენი პროგრამები, მშვიდობიანი პოლიტიკა, დიალოგი აფხაზ და ოს ხალხთან, შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს გაყინული ურთიერთობების გალღობაში. ჩვენ ამით დავძლევთ ნებისმიერ ტანკს და მავთულხლართებს. ნდობის აღდგენა არის მნიშვნელოვანი. კონფლიქტები ბუნებით შესაძლოა განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ყველა კონფლიქტში მთავარი როლი რუსეთს მიუძღვის. სამწუხაროდ, ცისფერი ჩაფხუტები შეიცვალა ოკუპაციის ფერით”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სესიაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g