LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო მეგრელიშვილი: „ერთი-ორმა მოძღვარმა დახმარებაზე უარი იმის გამო მითხრა, რომ მსახიობი ვარ…“

852
ბესო-მეგრელიშვილი

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი ეკლესიური ცხოვრების შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ვრცლად საუბრობს და ამბობს, რომ ტაძარში სიარული წლების წინ დაიწყო, მამა დავით ქვლივიძესთან, რომელიც მუდმივად გვერდში ედგა და ეხმარებოდა: „ერთი-ორმა მოძღვარმა დახმარებაზე უარი იმის გამო მითხრა, რომ მსახიობი ვარ. ხომ იცით, ზოგიერთი სასულიერო პირი ძალიან მკაცრია ასეთ საკითხებში და ეს მათი საქმეა. ჩემმა მოძღვარმა მითხრა, მსახიობი კი ხარ, მაგრამ ეს შენი პროფესიაა და აღსარებას მაინც ჩავიბარებო…

ზოგიერთ სპექტაკლზე სასულიერო პირები მიჰყავთ და სპექტაკლს აკურთხებენ ხოლმე. ჩემი აზრით, დოგმების არსებობა საჭირო არ არის. თუკი კაცობრიობა წინ მიდის, ჩვენც უნდა ავყვეთ ამ რიტმს. დღეს ჯორებით არავინ დადის, ყველა მანქანით დადის, ანუ წინ წავედით. მაშინ ჭეშმარიტმა ქრისტიანმა თანამედროვეობის ყველა გამოწვევაზე უარი უნდა თქვას. ასე თუ დავწვრილმანდით, ყველას რაღაც უარყოფით მხარეს მოვუნახავთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g