LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეტმენის ახალი ავტომობილი Mercedes-AMG იქნება (ვიდეო)

35

კომპანია Mercedes-Benz-მა Warner Brothers-სთან შეთანხმება გააფორმა და ამიერიდან სამართლიანობის ლიგის ყველა გმირი მხოლოდ გერმანული მარკის ავტომობილებით ივლიან. მათ შორის, თავად ბეტმენიც, რომესაც სუპერქარი AMG Vision Gran Turismo ერგო.

ფილმში მონაწილე ავტომობილი სრულიად იმეორებს კონცეპტს, რომელიც სარბოლო სიმულატორ Gran Turismo 6-სთვის, 2013 წელს შეიქმნა. თუმცა, განახლდა პროტოტიპის სალონი, დამონტაჟდა სპორტული სავარძლები და ვირტუალური მოწყობილობათა პანელი. გარდა AMG-სა, ფილმში E კლასის კაბრიოლეტი და ექსტრემალური ყველგანმავალი G500 4×4² გამოჩნდებიან.

AMG Vision Gran Turism არჭურვილია 5,5 ლიტრის მოცულობის ტვინ ტურბო ძრავით, რომლის სიმძლავრეც 585 ცხენის ძალაა.

 

https://youtu.be/EW55mWQqTYo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები