LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეტონის ჯუნგლები – ასე ხედავს კანადელი ფოტოგრაფი თბილისს [ფოტოები]

tbilisi

ფოტოგრაფმა რაიან კუპმენმა, წყალტუბოს შემდეგ, თბილისიც გადაიღო. სანატორიუმის ნანგრევის შემდეგ, მის ობიექტივში დედაქალაქის უსახური, მაღალსართულიანი, ძველი შენობები მოხვდა. მის ფოტოებში ახალი და ძველი ერთმანეთს უპირისპირდება და საოცარ კონტრასტს ქმნის.

“ჰოლიდეი ინის” მაღალსართულიანი, ფეშენებელური სასტუმროს ფონი და ძველი საცხოვრებელი კორპუსი მიშენებებით, ახალი და ძველი ფანჯრებით, გისოსებით და სხვადასხვა ფერის ნალესით…  ამ ფოტოს მისმა ავტორმა “თბილისის ძველი და ახალი ცათამბჯენი” უწოდა.

შეგახსენებთ, კანადელი ფოტოგრაფის ობიექტივში თავდაპირველად წყალტუბოს სანატორიუმის ნანგრევები და მათი მცხოვრებლები მოექცნენ. რაიან კუპმენის ამ ფოტოებით, ისეთმა გამოცემებმა მოამზადეს სტატიები, როგორიცაა CNN, sirencreatives და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g