LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბევრ ბიჭს მოსწონდა, შეგვეშინდა ვინმეს არ მოეტაცებინა და დავნიშნეთ” – ოჯახი 15 წლის გოგოს იძულებით ქორწინებაზე

585
fot

“ბევრ ბიჭს მოსწონდა, შეგვეშინდა ვინმეს არ მოეტაცებინა და დავნიშნეთ” – ამის შესახებ მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ოჯახის წევრი ამბობს და არასრულწლოვნისთვის ქორწინების იძულებას უარყოფს. საქმის დეტალებს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

„ჩემი შვილიშვილი მე-10 კლასის მოსწავლეა, როგორ უნდა გავათხოვოთ. უბრალოდ ბევრ ბიჭს მოსწონდა, ჩემს შვილიშვილს კი სხვა ბიჭი მოსწონდა.. შეგვეშინდა, გოგოსაც შეეშინდა, რომ ვინმეს არ მოეტაცებინა, ამიტომაც დავნიშნეთ.

კანონიც და წესიც ვიცით, სანამ 18 წლის არ გახდებოდა არ გავათხოვებდით. მასაც სწავლა უნდოდა და მამამისის სურვილიც ეს იყო. ახლა ჭორი გაავრცელეს სკოლიდან, რომ მამამისმა ცემა, იძალადა და უნდოდა გაეთხოვებინა ეს სისულელეა.

გოგო 9 თვეა იმ ბიჭზე თავის სურვილით დაინიშნა. ჩემი ვაჟიც და ის ბიჭიც ტყუილად დააკავეს”, – ამბობს გოგოს ბებია.

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ფაქტზე ორი პირი დააკავეს – გოგოს მამა და 23 წლის ბიჭი, რომელზედაც მოზარდს უნდა ექორწინა.

ცნობისთვის, 15 წლის გოგოს, სავარაუდოდ, იძულებით გათხოვების მცდელობისთვის, მარნეულში ორი პირი დააკავეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული 15 წლის მოზარდის მამაა, რომელიც შვილზე ფიზიკურად ძალადობდა და სთხოვდა, მის მიერ შერჩეულ პირზე ექორწინა.

15 წლის გოგოს სავარაუდოდ, იძულებით ათხოვებდნენ – დაკავებულია 2 პირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g