LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი პრობლემის მიუხედავად პრემიერა შედგება“ – სად და როდის გაიმართება ერეკლე ბადურაშვილის ფილმის ჩვენება, რომელშიც მთავარ როლს მისი შვილი, ნინი ბადურაშვილი ასრულებს

913
ბადურასჰვილი

„რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის ფილმის „ხიდი“ პრემიერა, რომელშიც მთავარ როლს მისი შვილი, მომღერალი ნინი ბადურაშვილი ასრულებს  13 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ სტამბულში შედგება,“ – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

„სამწუხაროდ რეჟისორის – ერეკლე ბადურაშვილი და ოპერატორის – თამაზ გოგინაშვილის გარდაცვალების გამო, დაგვიანდა ფილმწარმოების დასრულება. ბევრი პრობლემის მიუხედავად ფილმი მზადაა საპრემიეროდ.

ფილმი ეფუძნება ნამდვილ ამბავს, რომელიც ცნობილმა ქართული წარმოშობის თურქმა ექიმმა, ისმედ დინდერ- მიქელაძემ, მოგვითხრო და შთააგონა რეჟისორი, ფილმად  ექცია.

ფილმში ქართული და თურქული კინოს ვარსკვლავები და ცნობადი სახეები მონაწილეობენ:

ნინი ბადურაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, დავით როინიშვილი, ქრისტინე იმედაძე, დავით ხახიძე, სოსო ლაღიძე, ჯანო იზორია…

თურქული მხრიდან კი,

ემრე კიზილიმარკი, ელიფ ბაისალ, ქართული წარმოშობის თურქი ბიზნესმენი, მეცენატი-  ისმედ აჯარი (ვაჭარაძე) და თვით იდეის ავტორი, ასევე ქართული წარმოშობის ცნობილი თურქი ექიმი, ისმედ დინდერ (მიქელაძე).

  • ფილმის რეჟისორი/ ერეკლე ბადურაშვილი
  • დამდგმელი ოპერატორი/ თამაზ გოგინაშვილი
  • სცენარის ავტორი/ ოთარ პერტახია
  • პროდიუსერები/ გიორგი თავართქილაძე
  • ერდალ ქუჩუკი
  • ონდერ ილმაზი
  • კომპოზიტორი / დავით ევგენიძე
  • მხატვრები/ გოგი ტატიშვილი
  • საპროდიუსერო   კომპანია
  • სს ქართული ფილმი/საქართველო
  • AISI /თურქეთი

ფილმი დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრისა და აჭარის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერეკლე ბადურაშვილის ფილმის/
ხ ი დ ი / პრემიერა

2023 წლის 13 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ სტამბულში შედგება კინოსტუდია…

Posted by ქართული ფილმი • Georgian Film on პარასკევი, 06 ოქტომბერი, 2023

ცნობისთვის, ერეკლე ბადურაშვილი 59 წლის ასაკში, მოულოდნელად, თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა.

რეჟისორის უკანასკნელი ფილმის, „ხიდის” პრემიერა, შემოქმედებით ჯგუფს, მის სიცოცხლეში, მისსავე დაბადების დღეზე სურდა, თუმცა მან ფილმის დასრულება  ვერ მოახერხა.

საქართველო-თურქეთის კო-პროდუქციაში მთავარ როლს, რეჟისორის ქალიშვილი, ნინი ბადურაშვილი ასრულებს, რომელსაც პარტნიორობას ცნობილი თურქი მსახიობი ემრე კიზილირმაკი უწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g