LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი შეცდომა იყო ევროკავშირის მხრიდანაც.. 1921 წელს, როდესაც გეოპოლიტიკური გადანაწილებისას საბჭოთა რუსეთს შეგვატოვეს, აგვისტოს ომის შემდეგ..“ – ბექა დავითულიანი

164
ბექა დავითულიანი

„ევროკავშირთან ურთიერთობებში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული საქართველოსგანაც, როდესაც არასაკმარისი დემოკრატია გვქონდა იმისთვის, რომ ევროპაში ინტეგრაცია დაგვემსახურებინა თუმცა, ასევე ბევრი შეცდომა იყო ევროკავშირის მხრიდანაც“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა პარლამენტში განაცხადა.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დავითულიანმა ასევე თქვა, რომ „ევროკავშირი არის ჩვენი იდენტობის გადარჩენისა და ამ ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზა და რომ სხვა გზა უბრალოდ ამ ქვეყანას არ გააჩნია“:

„1921 წელს, როდესაც საბჭოთა რუსეთს შეგვატოვეს გეოპოლიტიკური გადანაწილებისას, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის დასჯის ნაცვლად, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას მიემხრნენ;

ცოტა ხნის წინ, სრულიად უსაფუძვლოდ, კანდიდატის სტატუსზე გვითხრეს უარი და ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნისგან განსხვავებით გადაგვივადეს…

ახლაც უსამართლობაა, როდესაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის უსაფუძვლო გათავისუფლებასა და ევროპერსპექტივას შორის ტოლობის ნიშანი ისმება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა ქართულს

თუმცა, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაიმე სხვა ალტერნატივა გაგვაჩნია.

ყაველაშვილის თქმით, მზექალა შანიძე და შოთა არველაძე „ამჩატდნენ“

„როგორ შეიძლება დავიჯერო, რომ კანონის არსი ვერ გაიგოს ან მზექალა შანიძემ, ან არ ვიცი იმ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა და აზრი ვერ გამოიტანონ, რა არის მასში რუსული.“

„მით უმეტეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ალტერნატივა ვიღაცის თავში შეიძლება იყოს მილოშევიჩის გზაზე შემდგარი პუტინის აგრესორი რუსეთი, რომელიც განწირულია იზოლაციისთვის ან უკეთეს შემთხვევაში დემოკრატიზაციისთვის, თუ დაემორჩილება ცივილიზებული სამყაროს თამაშის წესებს, რა თქმა უნდა, ეს არასერიოზულია და ამ პერსპექტივას იდეაშიც არავინ განიხილავს“, – განაცხადა დავითულიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ ე.წ გავლენის აგენტების კანონპროექტის განხილვისას მნიშვნელოვანია მოუსმინონ მოქალაქეებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტის განხილვისას მოვუსმინოთ ჩვენს მოქალაქეებსაც და ის სიტყვათა წყობა, რასაც ჰქვია „უცხო ძალის გავლენის აგენტი“ – რომელთა დაკავშირებით პრობლემა აქვს ევროკავშირსაც, პრობლემა აქვს ამ სექტორში დასაქმებულ ათასობით კეთილსინდისიერ მოქალაქესაც, რადგან კონოტაცია აღქმაში იქნა უარყოფითად მიღებული.

ამიტომ როდესაც იქნება შინაარსის განხილვა, არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ შევძლოთ იმგვარი კონსენსუსის მიღწევა, რომელიც ფორმულირებაში მისაღები იქნება ევროკავშირისთვის და ჩვენი მოქალაქისთვისაც, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

სალომე ზურაბიშვილი: უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისათვის

მისი აზრით, კანონპროექტის მეორე მოსმენისას, კონსენსუსის მიღწევა მნიშვნელოვანია:

„მნიშვნელობა აქვს, ჩვენ შევძლოთ იმგვარი კონსენსუსის მიღწევა, როდესაც იქნება შინაარსის განხილვა და არა პრინციპების, მეორედ მოსმენისას იმგვარი კონსენსუსის მიღწევა, რომელიც მისაღები იქნება ფორმულირებაში ევროკავშირისთვისაც და ათასობით იმ მოქალაქისთვისაც, ჩვენი ძალიან ახლობლებისთვისაც, ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის.

„უყურებს ის კაცი სადღაც ჭორვილაში, უჭირავს კალამი, შეხედავს, „ყოჩაღ ხუნდაძე“, პლუსს გაუკეთებს, „შენ ამდენი და ამდენი პრემია“. ყაველაშვილს ორჯერ მეტი, იმიტომ რომ დედა აგინა აგერ დეპუტატს“ – გოცირიძე

მე მგონია, ეს არის არსებითი და იმედი მაქვს, პრინციპების დონეზე მიღების შემდეგ, როცა ეს მეორე საკითხი დადგება, ჩვენ ამ კონსენსუსის მიღწევას შევძლებთ, სხვაგვარად, ჩემი აზრით, ძალიან დიდი პრობლემები იქნება ამ მიმართულებით.“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

„არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, „აგენტებად“, „უცხო სუბიექტებად“ და „გამყიდველებად“, „გამყიდველები“ იქნებით თქვენ!“ – ნინო ლომჯარია

magti 5g