LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა ქართულს

166
ტოდ რობინსონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

„ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა ქართულს “, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ტოდ რობინსონი „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტების განხილვაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სასტუმრო „რედისონში“ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რობინსონმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

„ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა ქართულ ინტერესებს. საქართველოს ინტერესები გამოხატულია ევროინტეგრაციულ მისწრაფებებში და ეს კანონი ნამდვილად არ უწყობს ხელს ამას.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს წაადგება და, რაც უფრო ბევრად მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებიც ასე ფიქრობენ, რომ არ არის ეს სწორი.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან, საქართველოს მთავრობასთან, რათა დავრწმუნდეთ, თუ რა არის მათი პრიორიტეტი, რომ ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია.“– განაცხადა ტოდ რობინსონმა.

კელი დეგნანი: არ ვწყვეტთ ძალისხმევას, დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა არ მიიღოს კანონპროექტი – ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა, ეს კანონი არ არის საჭირო

„უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი 9 მარტს განიხილავს და დაამტკიცებს

magti 5g